მსოფლიო ხელოვნება.
სემინარის საკითხები.
ანა,ხიდეშელი,ჯგ.10.ხუთშ.13:00/14:00.
1. ბერძნული არქიტექტურული ორდერების ტიპები.
შენობის მზიდი და მზიდული კონსტრუქციების გარკვეული
პროპორციული თანაფარდობების სისტემა.
დორიული ორდერი ძვ.წ.VII ს. ჩამოყალიბდა, “დორიელების“
მიერ, რომლებიც სიმკაცრითა და მამაცობით გამოირჩეოდნენ.
დორიულ სვეტს არ აქვს საფუძველი, შუაში ოდნავ
გამსხვილებულია. არ აქვს მორთულობა.
იონური ორდერის წვრილი, მსუბუქი სვეტი ბაზაზე დგას, სვეტის
თავი კი ორი დიდი ხვეულითაა მორთული, ფრიზზე უწყვეტ
ზოლადაა განლაგებული რელიეფები. ის განსაკუთრებით
გავრჩელებული იყო ხმელთაშუა ზღვისპირეთში და მცირე აზიის
სანაპიროზე.
კორინთული ორდერი ძვ.წ.V ს-ში წარმოიშვა ქ.კორინთოში. მისი
სვეტის თავი უხვადაა მორთული წმინდა მცენარის_აკანთის_
ფოთლოვანი დეკორით, ის ყველაზე მდიდრულად გამოიყურება
ორდერებს შორის.
2. ათენის აკროპოლისის კომპლექსი.
აკროპოლისის მთავარი ტაძარი_პართენონი_ დორიულ სტილს
წარმოადგენს. პართენონი 46 სვეტისგანაა გარშემორტყმული.
მასში განსაკუთრებულად გამოვლინდა კლასიკური ბერძნული
არქიტექტურის სწრაფვა ზომიერებისკენ, ჰორიზონტალური და
ვერტიკალური კონსტრუქციების დაპირისპირებაზე აგებული
ჰარმონია. ტაძარს უმდიდრესი რელიეფური მორთულობა
ჰქონდა: 92 მეტოპა, ფრიზები და ფრონტონები მთლიანად
რელიეფებით იყო მორთული. რელიეფებზე წარმოდგენილია
ბერძნული მითოლოგიის სცენები. ტაძარში ასევე ფიდიასის
მიერ შესრულებული უნიკალური ქანდაკება იდგა_
ქრიზოელეფანტინური ტექნიკით შესრულებული. აკროპოლისის
კომპლექსის მშენებლობა ფიდიასის სიკვდილის შემდეგაც
გრელდებოდა.
3. კლასიკის ხანის მოქანდაკეების შემოქმედება: მირონი,
პოლიკლეტი, ფიდიასი.
კლასიკური ეპოქა ძვ.წ.VI-V საუკუნეების მიჯნიდან ძვ.წ.338 წლამდე
გრძელდებოდა. ეს ბერძნული კულტურის უდიდესი აყვავების
ხანაა.
ძვ.წ. VI-V საუკუნეების მიჯნის ქანდაკება ასევე კლასიკური
სრულყოფილების ნიმუშს წარმოადგენს. მისი სტილისთვის
დამახასიათებელი იყო ჰარმონია, გაწონასწორებულობა, ადამიანის
იდეალური სახის წარმოდგენა და მისი სხეულის აღნაგობის,
პროპორციების, დინამიკის ზუსტი გადმოცემა.
კლასიკური ხელოვნების მწვერვალს 3 შესანიშნავი
მოქანდაკის_მირონის, პოლიკლეტის და ფიდიასის_ შემოქმედება
წარმოადგენს.
თავის ქანდაკებაში “დორიფოსი“ პოლიკლეტმა ადამიანის ფიგურის
პროპორციების იდეალური წყობა წარმოგვიდგინა; მაგალითად, მის
მიერ შემიშავებული წესების თანახმად, თვი მთელი ფიგურის 1/7 უნდა
იყოს და ა.შ.
პოლიკლეიტის დამსახურებაა აგრეთვე ქანდაკებაში ე.წ.
კონტრაპოსტის (დინამიკის) პრინციპის თეორიული და პრაქტიკული
დამუშავება.
მირონის ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება “ბადროს მტყორცნელი, ანუ
დისკობოლი“ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულს გამოსახავს.
საბერძნეთის უდიდესი მოქანდაკე ფიდიასი ათენის აკროპოლისის
პროექტის მხატვრულ ხელმძღვანელად დაინიშნა. ფიდიასმა და მისმა
მოწაფეებმა პართენონი რელიეფებით მორთეს: ასე შეიქმნა ანსამბლი,
რომელიც, ძველი ბერძენი ისტორიკოსის, პლუტარქეს თქმით, იყო
“გრანდიოზული თავისი ზომებით და შეუდარებელი თავისი
სილამაზით... გამსჭვალული მარადიული ახალგაზრდობის სულით“.