KEMBAR78
Litxel | PDF
0% found this document useful (0 votes)
51 views4 pages

Litxel

Uploaded by

Lizi Cheishvili
Copyright
© © All Rights Reserved
We take content rights seriously. If you suspect this is your content, claim it here.
Available Formats
Download as DOCX, PDF, TXT or read online on Scribd
0% found this document useful (0 votes)
51 views4 pages

Litxel

Uploaded by

Lizi Cheishvili
Copyright
© © All Rights Reserved
We take content rights seriously. If you suspect this is your content, claim it here.
Available Formats
Download as DOCX, PDF, TXT or read online on Scribd
You are on page 1/ 4

არქაულ ეპოქაში ისეთი პიროვნებები გამოვიდნენ ასპარეზზე, რომლებიც

არსებითად განსხვავდებოდნენ წინამორბედთაგან სოციალური და იდეოლოგიური


თავისუფლების მაღალი ხარისხით. ესენი იყვნენ პოლისის თავისუფალი
მოქალაქეები.

ძველი ბერძნების ცივილიაზია უმნიშვნელოვანესი იყო ენის, პოლიტიკის,


განათლების სისტემის, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ და მან
დასაბამი მისცა რენესანს დასავლეთ ევროპაში.

ყურადსაღებია, რომ ბერძნებს ხელოვნებასა და მის განხრებში ერთგვარად


სულიერი საზრდო ჰქონდათ გამოხატული, ცხადია საზოგადოების ჩამოყალიბებამ
მათშიც გაზარდა მოთხოვნილებები, ინდივიდებს საკუთარი პიროვნების
რეალიზაცია და მისი განხორციელება რაიმე სუბიექტსა და მატერიაში სურდათ,
დამწერლობის შემდეგ ამის საუკეთესო გამოხატულება არქიტექტურა იყო.

ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით არქიტექტურას ყველაზე


თვალსაჩინოდ შეუძლია იმ ეპოქის აღწერა, რომელშიც შეიქმნა. კოლოსალური
სიძველეები გვაძლევს საშუალებას დღევანდელ დღეს ვადევნოთ თვალი
ათასწლეულებით დაშორებულ მისტიურ და იდუმალ წარსულს.1

არქაულ ხელოვნებას ახასიათებს ჰარმონიულად განვითარებული სიუჟეტი.


ბერძნული არქიტექტურა ძრითადად ხასიათდება ღვთაებრივი სრულყოფილებითა
და ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმული დეტალებით. პოლისელი ხალხის
ინდივიდუალიზმი ხელოვნებაში ადამიანური გრძნობების შეტანით გამოიხატება.

მთელი ბერძნული ხელოვნება პანთეონის გარშემო ტრიალებს. პანთეონი


რომში ღვთის ტაძარს ეწოდებოდა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუში და
ბერძნული არქიტეტურის მწვერვალია აკროპოლისზე აღმართული ათენას ტაძარი
სახელად პართენონი.
1
https://leblogdemarya.wordpress.com/2015/09/23/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB
%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9E
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98/
ზემოხსენებული ტაძრის დღევანდელი სახელწოდება მომდინარეობს ძველი
ბერძნული სიტყვიდან პართენოს, რაც ქალწულს ნიშნავს. ის ააგეს ათენას ძველი
ტაძრის ადგილას, რომელიც სპარსელებმა გაანადგურეს ძვ. წ. 480 წელს. პართენონი
ყველაზე ცნობილი ძველი ბერძნული ნაგებობაა. ის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი
უდიდესი კულტურული მონუმენტი, ძველი საბერძნეთისა და ათენის
დემოკრატიულ სიმბოლოდ ითვლება.

ალბათ, პართენონისა და მისი მსგავსი შესანიშნავი ნაგებობების შემხედვარე


თქვა ვოლტერმა შემდეგი სიტყვები: „არქიტექტურას მე გაყინულ მუსიკას ვეძახი“,
რადგან ამ პანთეონის იშვიათობას ხაზს უსვამს მისი ერთმანეთისგან განსხვავებული
ფუნქციები, რელიგიური ფუნქციის გარდა ის სუკუნეების მანძილზე განიხილებოდა
როგორც „ხელოვნების გალერეა“. სავარაუდოდ, მისი ამ სახელწოდების მთავარი
მიზეზია ათენას უმშვენიერესი სკულპტურა, რომელიც დაამზადეს ოქროს მონეტების
გადადნობით მიღებული სუფთა ოქროსგან და დაახლოებით 1040 კგ. ძვრიფასი
მეტალისგან (პერიკლეს გათვლით ქალაქი მას სიდუხჭირის დროს კვლავ მონეტებად
აქცევდა და თავს დაიძვრენდა გასაჭირისგან). მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად
შემორჩენილია ქანდაკების მხოლოდ რომაული ასლი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ
თუ როგორი იქნებოდა მისი პირვანდელი სახე: ფიდიასის შედევრი, რომელიც ყველა
მნახველში მოკრძალებასა და აღფრთოვანებას იწვევდა და აიძულებდა მისთვის
ცოდვების მიტევება, შველა და შემწეობა ეთხოვათ.2

ეს არქიტექტურილი გენია თვალისმომჭრელია საკუთარი სიდიადითა და


სისადავით. მასში თავს იყრიდა ხელოვნების ისეთი ნიმუშები, რომლებიც გავლენას
ახდენდა თანამედროვე ხელოვნების განვითარებაზე. ძირითად მოტივებს
წარმოადგენდა ბრძოლა ქაოსსა და წესრიგს შორის. ეს მეტაფორულად ბერძნებსა და
სპარსელებს („ბარბაროსებს“) შორის ბრძოლას განასახიერებს.

2
https://leblogdemarya.wordpress.com/2015/09/23/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB
%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9E
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98/
საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერძნული არქიტექტურის
მოცემული ნიმუში ერთგვარი მემატიანეა, რომელიც ცალსახად მეტყველებს
საზოგადოების ფორმირებასა და მის დროსთან ადაპტაციაზე. როცა მას
განვიხილავთ, როგორც ხელოვნების ნიმუშს ცალსაცად ვნახავთ თუ რაოდენ აღწერს
ის ხალხის შინაგან მოტივაციასა და სურვილს ეპოვნათ თვითგამოხატულება
თითოეულ მიმდინარეობაში. პართენონი არის პანთეონი, რომელიც ითავსებს ჟამთა
მკვლევრის ფუნქციას, მოგვითხრობს ბერძენი ერის კულტურასა და მისწრაფებებზე,
გამეფებულ იდეოლოგიურ აზროვნებასა და, როგორც ცალკეული ინდივიდის ისე
საზოგადოების ცვალებადობაზე. ეს კულტი ის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც
ფუნდამენტურ როლს ასრულებს თაობათა ცვლის დროს მიმდინარე გარდამტეხ
მოვლენებზე.

მოცემულ საკითხზე ძირითადი ინფორმაცია მოძიებულია

Bibliography
https://leblogdemarya.wordpress.com/2015/09/23/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB
%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9E
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98/

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9C
%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98

You might also like